ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ იქნეს გაყვანილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, რადგან შეიძლება, საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ მართლწესრიგი, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში და ამ კონტექსტში სუს-ის განცხადებაზე გააკეთა აქცენტი.
„ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში შესაძლო იყო, ამ პროცესისთვის შეეშალათ ხელი. აქ იქნებოდა ჩართული, დაახლოებით, 500-600 ადამიანი, როგორც განცხადებაში იყო საუბარი და, ბუნებრივია, ჩვენ ასევე გვაქვს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. მათ შორის, ბატონმა პრემიერმინისტრმაც ერთ-ერთ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლო იყო, დაგეგმილიყო ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და სხვადასხვა სახის უამრავი დესტაბილიზაცია. ბუნებრივია, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და პატიმრის უსაფრთხოება იქნება ბოლომდე დაცული.
შეკითხვაზე, რომელიც ეხება იმ საკითხს, გაყვანილი იქნება თუ არა ის სასამართლო დარბაზში, გიპასუხებთ შემდეგს - ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მართლმსაჯულებას, ხელი არ შეეშლება, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ბრეგაძის თქმით, არსებობს მოსამართლის საპატიმროში მისვლის პრაქტიკა და შესაძლოა, სასამართლო პროცესი ჩატარდეს სხვა ადგილასაც.
„ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან, იმიტომ, რომ, როგორც მოგახსენეთ, აქ, შეიძლება, საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ მართლწესრიგი. ჩვენ ისედაც დავღალეთ საზოგადოება ამდენი საუბრისგან და თუ სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს? ან რა რაოდენობის ძალა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ? არ შეიძლება, მთელი რესურსი მიმართული იყოს ერთი ადამიანის დაცვაზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და თუკი ვინმე შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს.
„პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და აქ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობაზე არც უნდა იოცნებონ. შესაძლოა, ეს გახდეს მომეტებული საფრთხის წყარო ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადაა.
„ბუნებრივია, შესაბამისი სამსახურები აკეთებენ გათვლებს ნებისმიერი შემთხვევისთვის. თუკი მათ გაბედეს და რაიმე სახის პროვოკაციას ექნა ადგილი, ამას შესაძლოა, ჰქონდეს გამოუსწორებელი შედეგები საზოგადოებისთვის და ამის უფლებას არ მივცემთ და ჯობს, აქვე დაივიწყონ“, - თქვა ბრეგაძემ.
მან მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები კეტავენ ცენტრალურ გზას, ხელს უშლიან პატიმრების გაყვანის პროცესს და მიმართავენ სხვადასხვა პროვოკაციას.
„ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ამას ვასრულებთ, მაგრამ მინდა, მკაცრად გავაფრთხილო თითოეული მათგანი – თუკი ვინმე შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებენ კანონის და საზოგადოების წინაშე პასუხს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმარ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად არის დაცული და პენიტენციური სამსახური ხელმძღვანელობდა, ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
„როდესაც საუბარია თითქოსდა გაუმართლებელ უარზე, მესამე მუხლზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მაშინ განვმარტოთ, რა არის წამება?! – ის, რომ პატიმარს შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?! ის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ციხის კვალიფიციური პერსონალი და მისი და სხვა პატიმრების უსაფრთხოების დასაცავად დღე და ღამე ათენებენ?! რა იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში?! – ის, რომ მას უკვე 130-მდე ვიზიტორი ჰყავდა?! ის, რომ მასთან შეუზღუდავად შედიან უფლებადამცველები, დეპუტატები და სხვა სახელმწიფოს – უკრაინის წარმომადგენლები, რომელთა შეშვების ვალდებულება ჩვენ – თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არ გვაქვს. შევეცადეთ, რომ მისი უფლებების სრულად რეალიზება მოხდეს და ეს არის წამება?!“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.