ბიძინა ივანიშვილი - ხალვაშს წაართვეს ტელევიზია და დაუწვეს ყველაფერი
10-11-2015, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი-2“-ის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ივანიშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში კერძო დავის განხილვა მიმდინარეობდეს, ნიკა გვარამიამ მოახერხა ამ საკითხის პოლიტიზირება:

 


„აჟიოტაჟი არის ძალიან დიდი, მაგრამ მოსახლეობას შევახსენებ რეალობას. დვალი და ხალვაში იბრძვიან წართმეულ ქონებაზე, მეორე მხარეს არის გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“. პარალელურად, დავა მიდის „მაესტროშიც“, რატომღაც ესეთი აჟიოტაჟი არაა. პატარა ექსკურს გავაკეთებ და შევახსენებ საზოგადოებას, რომ დვალი და აქიმიძე არიან დამფუძნებლები ამ ტელევიზიის, მათ მოექცნენ ძალიან უხეშად და წაართვეს ტელევიზია, შემდგომ ხალვაშსაც წაართვეს არამარტო ტელევიზია, არამედ მას დაუწვეს ყველაფერი და კაცმა გაასწრო საზღვარგარეთ. გავიხსენოთ, რა კავშირი აქვს გვარამიას რ2-თან - ის გახლდათ მთავარი პროკურორის მოადგილე და ა.შ.

 


ეს იცის ჩვენმა საზოგადოებამ, მაგრამ საჭიროა, პროცესების ანალიზი ღრმად გავაკეთოთ. პირობითად, „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი. არსებობენ ადამიანები, რომელიც არცერთს ემხრობიან, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა.

 


ძალინ დიდი ნაწილი საზოგადოების არის აღშფოთებული ამ ცინიზმის პიკით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, გამოდის და ის, რაც ხდება და როგორც უნდა ხდებოდეს პროცესი სასამართლოში, მოახერხეს და გადმოიტანეს და წაიყვანეს სხვა მიმართულებით.

 


„რუსთავი-2“-მა თუ მესაკუთრე შეიცვალა და ეს არ იქნება, პირობითად რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“, თუ მათ არ მართეს ეს ტელევიზია საქართველოს საშინელება ემუქრება, თავისუფალი სიტყვის და მედიის ზღვარი გადის აქ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი