მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის შესახებ: ასეთი იყო დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელმაც თავისი ცოდვები, თავისი მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა; სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც აი, ეს ღვაწლი გასწია
08-11-2021, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - „ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილმა] გასწია. მე შემიძლია ისტორიული მაგალითები დავასახელო მხოლოდ, თანამედროვე ცხოვრებაში მე ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელმაც თავისი ცოდვები, თავისი მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა. ეს [მიხეილ სააკაშვილი] არის ადამიანი, რომელმაც აი, ეს ღვაწლი გასწია“, - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ზიარების შემდეგ.

 

 

„ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გასწია. ეს არის მსხვერპლი, რომელიც გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისათვის და კიდევ იცით, რისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს; რომ ჩვენ სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენა. თანამედროვე რელობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება, რომ ქვეყნის პირველი პირი ნებაყოფლობით, ეს დიდი ღვაწლია, მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს, მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და 40 დღე ასე მშრალი მარხვის შენახვა, ნამდვილად, მშრალი მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება, ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ღვაწლი.

 


მე შემიძლია ისტორიული მაგალითები დავასახელო მხოლოდ, თანამედროვე ცხოვრებაში მე ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა 50-ე, ეს იყო დავით მეფე აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა, იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის და მასაც დიდი ცოდვები ჰქონდა საკმაოდ. ბოლოს, ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელიც ძალიან მძიმე ცოდვებით იყო, სამწუხაროდ, ეს ისტორიაში აღწერილია, და ეს თავისი ცოდვები, თავისი მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა. ეს არის ადამიანი, რომელმაც აი, ეს ღვაწლი გასწია“, - განაცხადა მეუფემ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ზიარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიიღო..

 


„ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და ახლა მე ვიტყვი სხვანაირად, ქრისტიანულად, 40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია, მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ ადამიანებს და არასოდეს არავის არ მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად, დეტალებს ვერ მოგიყვებით, რა და როგორ იყო და მან მიიღო წმინდა ზიარება და ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, აი, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება და ეზიარეთ და ნახეთ რა ღვაწლი გასწია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და დაამატა:

 

 

„მან შემოგვითვალა თვითონ, რომ სურდა ზიარების მიღება და მე როგორც კი პატრიარქს ვუთხარი, ერთი წუთი მას არავიტარი დაყოვნება არ ჰქონია და თქვა, რომ რადგან უნდა მას ზიარება, აუცილებლად უნდა ეზიაროს, ეს იყო დაახლოებით 1 კვირის წინ. ამის შემდეგ მე ვემზადებოდი, ვამზადებდი ამას პროცედურულად და ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რომ მან მიიღო წმინდა ზიარება. გარწმუნებთ, ღირსეულად ეზიარა ქრისტეს სისხლით და ხორცით“.

 

 

მეუფემ ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ძალიან დასუსტებულია“.

 

 

„გარეგნულადაც ეტყობა მას ეს 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია, თუმცა აბსოლუტურად საღად აზროვნებს, რაც მე შევატყვე, ოღონდ ძალიან დასუსტებულია“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი