უსმენთ, ქოცები რა გორლაზე არიან?
ჰოდა, ოპოზიციის ლიდერებო, საყვარლებო:
დღეს რომ ხალხს შეკრებთ, გახსოვდეთ, რომ ძალა მაგ ხალხშია, ოღონდ ძალას სჭირდება მართვა. განვლილი 9 წლისგან განსხვავებული მოქმედება და ლიდერობა.
ქუჩაში მშვიდობიან მიტინგს შეეჩვია ქოცი - დიდ ფულს გადაიხდის და 2 მაგდენს მოყრის.
რასაც ვერ შეეჩვევა და ვერ აიტანს, მაიდანია.
არ შეგაშინოს ამ სიტყვამ.
სხვა გზა არ გაქვს.
მუდმივი პროტესტი. სხვადასხვა ადგილას.
მეგაფონები და ხმაური.
კარვები ქალაქების ცენტრებში. მუდმივი მზადყოფნა რომ ნარკომანებს, ძველ ბიჭებს, ჩოხოსნებს... მოგიგზავნიან და ჩხუბს ეცდებიან. მაგრამ უნდა იდგე.
და გამოათრიო ჩინოვნიკები და ჩააყუდო ნაგვის ურნაში. მაგრად მუშაობს, როგორც უკრაინულმა კლასიკამ გვაჩვენა.
თუ არ იზამ, წაგებული ხარ და მაგ დიაგნოზს მე და ჩემნაირები უკვე ამ საღამოს დაგისვამთ. მერე ჩვენ ჩაგვაყუდებენ ნაგვის ურნებში, პარაშაში, ვირის აბანოში. იმათ ხელი არ აუკანკანკალდებათ და არ შევეცოდებით.
გახსოვდეს, რომ მეუფე ნიკოლოზიც კი ყველასთან ვერ მოვა.
თენგიზ გოგოტიშვილი,
ჟურნალისტი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.