გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკის ტერიტორიაზე ვერტმფრენი არ დამჯდარა და არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ კლინიკაში მოთავსება განხორციელებულა.
როგორც ექიმი აცხადებს, მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, უნდა მიიყვანონ თუ არა გორის ჰოსპიტალში სააკაშვილი, თუმცა აცხადებს, რომ კლინიკა ნებისმიერი პაციენტის მისაღებად მზად არის.
„მზადყოფნაში ვართ, ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა. საუბარი იმის შესახებ, რომ უნდა მოიყვანონ აქ პაციენტი, ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებისთვის, მათ შორის სააკაშვილის, თუ საჭირო იქნება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ ვერტმფრენი უნდა დაჯდეს, არ მიგვიღია. შესაძლებელია, დაჯდეს. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სიტუაციისთვის. კლინიკა არის მრავალპროფილური და აქ შეგვიძლია ნებისმიერი პაციენტის მიღება“, – განაცხადა ურთქმელიძემ, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, როგორც ჩანს, სააკაშვილი ციხიდან გაიყვანეს, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, სად წაიყვანეს ის. გიული ალასანიას ვარაუდით, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებენ სწორედ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აღარ იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.