საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და ეს საპროტესტო მოძრაობა არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები“, - განაცხადა თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიამ.
„მე მინდა, რომ თქვენ და მთელ საზოგადოებას მოვუწოდო, რომ დღეიდან იწყება ფართო, ძალიან დიდი, დაიწყო უკვე, საპროტესტო მოძრაობა. არაფერი არ არის იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა. ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და ეს საპროტესტო მოძრაობა არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები“, - განაცხადა მელიამ და დაამატა: „შეშინებული არიან და ერთადერთი იმედი აქვთ, რომ ხალხი დაიღლება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმრავლეს“.
ნიკა მელიამ ამავე დროს თქვა, რომ აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და არ მისცემენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იქიდან გასვლის ან შესვლის საშუალებას, ხვალ დილიდან კი აქციას იუსტიციის სამინისტროსთანაც გამართავენ.
„ჩვენ ახლა ძალიან მშვიდად უნდა გადავინაცვლოთ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. კანცელარიასთან ინგოროყვასა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩით. ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანს, რომ რამე პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა მივცეთ მათ, თითქოს აქციის მონაწილეებად გასაღებულებს. ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის, რომ სადმე შევიჭრათ, არ ავუხდენთ ამ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ბრძოლის ყიჟინა დედაქალაქის ქუჩებში იქნება, ვიდრე ხელისუფლება მიტაცებულ სახელმწიფოს უკან არ დაგვიბრუნებს საზოგადოებას. ახლა წრე უნდა დავარტყათ კანცელარიის შენობას, დავანახოთ მთელ მსოფლიოს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვიდგებით აქ, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამოქალაქო დაწესებულებით, არ იქნება გათავისუფლებული და ასევე, მიტაცებული არჩევნები არ იქნება დაბრუნებული. ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველანი დარჩით. ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის. ვინც ახლა გვიყურებთ, ხვალ დილიდან შემოგვიერთდით, პარალელურად კანცელარიის შენობასთან დიდი საპროტესტო აქციის გამართვისა, რომელიც გაგრძელდება. ბატონი ღარიბაშვილი თუ შიგნით არის, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ხვალ, დილის 10:00 საათზე უკვე დამატებით წერტილებში ვშლით აქციებს. ამ ყველაფრის პარალელურად, აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან. ის, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც არის მოსაგები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ახლა სახლში ყოფნის დრო არ არის და ყველა აქციაზე უნდა იმყოფებოდეს.
„გადავდოთ ყველა ჩვენი საქმე, ამაზე დიდი საქმე ახლა არ გვაქვს. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადასაწყვეტი არ გვაქვს. ბრძოლა დიდი ძალისხმევის გაღების გარეშე არ მიიღწევა. სული და გული, ეროვნული სულისკვეთება აქ უნდა გადაწყდეს. მიხეილ სააკაშვილი მეორმეცე დღეა შიმშილობს და ეს ადამიანი მოიტაცეს. ამის გარდა რით უნდა დაგვაჯერონ, რომ არაკაცები არიან. არაკაცების ხელისუფლებაა. ამას ხალხმა პასუხი მხურვალედ, ხალხმრავლობით უნდა გასცეს. ნურავის ექნება იმედი და მოლოდინი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ სადღაც შევიჭრებით, არა, მაგრამ წაგლეკავთ, ამას ნამდვილად ვიზამთ. წაგლეკავთ ხალხმრავლობით და უწყვეტი პროტესტებით. დაიწყო ის, რაც უნდა დაწყებულიყო. ივანიშვილო, ჭკუითაც გაჯობეთ, რომელიც შენზე ბევრი აქვს აქ ხალხს. იმ ჭკუით, რომელიც ამ ქვეყანას განვითარებისკენ წაიყვანს“, - განაცხადა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.