ნიკა მელიამ სუს-ის გეგმის შესახებ განაცხადა: არც ერთმა ადამიანმა არ გაბედოს და ციხესთან აქციის მოწყობის ორგანიზებას სათავეში არ ჩაუდგეს, რადგან ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელიც შემუშავებულია სუს-ში
08-11-2021, 21:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არც ერთმა ადამიანმა არ გაბედოს და აქციის მოწყობის ორგანიზებას სათავეში არ ჩაუდგეს ციხესთან, რადგან ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელიც შემუშავებულია სუს-ში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ აქციის მონაწილეებთან ერთად მსვლელობისას.

 


„მინდა მივმართო საზოგადოებას, არც ერთმა ადამიანმა - რამდენი შემოგზავნილი ეყოლებათ - არც ერთმა ადამიანმა არ გაბედოს და აქციის მოწყობის ორგანიზებას სათავეში არ ჩაუდგეს ციხესთან, რადგან ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია - პროვოკაცია, რომელიც არის შემუშავებული „ქართული ოცნების“ სადღაც, სუს-ში, რომ მერე იქ საფუძველი მივცეთ ჩვენ ხელოვნურად იმიტირებული ბუნტისა და ფიზიკური უსაფრთხოება კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მიხეილ სააკაშვილის. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩვენი სახელით, ანუ დემონსტრატების სახელით, ციხესთან აღმოჩნდება და გადაწყვეტს აქციის გამართვას, რბილად რომ ვთქვათ, არ იქნება იქ კეთილი მიზნებისთვის აღმოჩენილი. ამიტომ, არავინ, არავინ შეცდომით თავი არ აღმოაჩინოს გლდანის ციხესთან...

 


ამ ადამიანებს სურდათ, მიხეილ სააკაშვილის გლდანში ტრანსპორტირების შემდეგ, ხალხი აღელვებულიყო დამატებით, მიცვენილიყო გლდანის ციხესთან და იქ გაგვემართა აქცია, რასაც მოჰყვებოდა გაუთვალისწინებელი შედეგები და მის ფატალურ შედეგებსაც დააბრალებდნენ მათ შორის აქციის მონაწილეებს, ვითომ აქციის მონაწილეებს - სინამდვილეში მათ მიერ მოგზავნილ პროვოკატორებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი