უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში
08-11-2021, 22:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გლდანის მე-18 პენიტენციალურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გამოხატავს იმედგაწბილებას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციალურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისა და იმის გამო, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

 

 

„მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა აუცილებელი შესაძლებლობა შესაბამისი სამედიცინო და სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად. დღეს ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური ნოტა გადაეცა.

 


უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციალურ სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენა ქმნის დამატებით რისკებსა და დაძაბულობებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ჰუმანიტარული თვალსაზრისიდან გამომდინარე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს საქართველოში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია კვლავ განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თარგმანს საქართველოს „პირველი არხი" ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი