ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში
08-11-2021, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, თქვა, რომ მას არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო და სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

 


„მისი განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ უნდა გადაეყავნათ სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისად, საკუთარი ნებით დათანხმდა აღნიშნულს, თუმცა ჩვენ მე-12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი გაფორმებული, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაყავთ მე-18 დაწესებულებაში, ასეთი რამ არ არსებობს, თუმცა ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა, რომ გადაყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, მან თქვა, რომ მას არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო და სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს მე-18 დაწესებულებაში“, - განაცხადა ლომჯარიამ და ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა სააკაშვილს დაზიანებები, სახალხო დამცველმა თქვა, რომ მას ეს არ ეტყობა.

 


„მან უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა სხეულზე დაზიანებები, თუმცა კიდევ ერთხელ, ექიმს ის არ გაუსინჯავს და ვიზუალურად არ ეტყობა, ასე ვთქვათ, რაც შემეძლო რომ დამენახა, არ ეტყობა დაზიანებები“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი