მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს: „აჰა, ჩიტო, ხომ ჩა­გიგ­დეთ ხელ­ში“, გი­ნე­ბაც მო­ა­ყო­ლა...გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით“
09-11-2021, 08:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ცი­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მი­თხრა, „აჰა, ჩიტო, ხომ ჩა­გიგ­დეთ ხელ­ში“, გი­ნე­ბაც მო­ა­ყო­ლა... გა­მათ­რი­ეს მი­წა­ზე, ჩა­მარ­ტყეს კი­სერ­ში, მათ­რი­ეს თმე­ბით“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა,  ნიკა გვა­რა­მიამ გაასაჯაროვა.

 

 

სააკაშვილის თქმით, იგი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს და ციხის თანამშრომლებს წინააღმდეგობა მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ გაუწია.

 

 

იგი ყვე­ლა­ნა­ირ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა­ზე უარს ამბობს, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან არ აპირებს თანამშრომლობას და მხო­ლოდ თავის პი­რად ექიმს შეხვდება.

 

 

„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი, გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და ეს ჟრიამული არ შეწყვეტილა ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა: აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე, როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი, კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, რადგან რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობისა და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა იქცეოდა, როგორც ნამდვილი კრიმინალები. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა. ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით.

 

 

მინდა, არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი, გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდათ ხელში და დაღუპვის პირასაა. მინდა, ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის, არ შეგვეშინდეს ამათი, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.

 

 

პოსტ სკრიპტუმ: მიმართვა ნიკა მელიას – ვიზიარებ და სრულად მხარს ვუჭერ, ნიკა, შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

 


მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, თქვა, რომ მას არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო და სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან, - აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.

 

 

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა სააკაშვილს დაზიანებები, სახალხო დამცველმა თქვა, რომ მას ეს არ ეტყობა.

 


„მან უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა სხეულზე დაზიანებები, თუმცა კიდევ ერთხელ, ექიმს ის არ გაუსინჯავს და ვიზუალურად არ ეტყობა, ასე ვთქვათ, რაც შემეძლო რომ დამენახა, არ ეტყობა დაზიანებები“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი