საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ (ფაქტიურად, ხელმძღვანელობდნენ!) "ქართული ოცნების" კოალიციური ხელისუფლების ორი "რესპუბლიკელი" მინისტრი, ხიდაშელი და აგულაშვილი, – კვირას, 8 ნოემბერს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გამართა, რასაც მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობის აქციის დაწყება მოჰყვა.
"ალიანსის" ერთ–ერთი მთავარი და სამართლიანი მოთხოვნაა, რომ პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს აღნიშნული ორი მინისტრი. მიმაჩნია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ეს მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური და პოლიტიკურად ზუსტია, მაგრამ მცდარია და პოლიტიკურად არ არის მიზანშეწონილი, როცა "ალიანსის" ლიდერები "რესპუბლიკური პარტიას" აიგიავებენ (ამით, უნებურად "წყალს ასხამენ", როგორც "ალიანსის" ისე პარტია"ქართული ოცნების" პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ინტერესებზე) ივანიშვილ–ღარიბაშვილის პარტია "ქართულ ოცნებასთან", მიუხედავად იმისა, რომ "რესპუბლიკური პარტია კოალიცია "ქართული ოცნების" წევრია. გემახსოვრებათ, რომ ახლო წარსულში ალასანიას "თავისუფალი დემოკრატებიც" კოალიციის წევრები იყვნენ და 1 წელზე მეტია, რაც კოალიცია დატოვეს. დიახ, წინ საარჩევნო წელია და ამ ერთ წელიწადშიც ბევრი რამ შეიცვლება, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა!!!...
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.