საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარემ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ამერიკელი დიპლომატებისთვის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ გზად პერსონალური სანქციები იყო შეთავაზებული, თუმცა „ისინი პირობას ვერ დაგვიდებენ, რომ სანქციებს მივიღებთო“.
„ჩვენ ვესაუბრეთ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, იქნება ეს არჩევნები თუ სასამართლო სისტემა, თავადაც ეს საკითხები აინტერესებდათ. საუბარი იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. ბევრ რამეზე იყო საუბარი, ყველაფრის საქმის კურსში არიან. მე ვუთხარი, ჩემი აზრით რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რა ნაბიჯები შეიძლება იყოს მათი მხრიდან გადადგმული. ჩვენი გასაკეთებელი რომ არის მთავარი საქმე, ეგ გასაგებია. ეს არის ერთი ის, რომ საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე, თუ რა ხდება ქვეყანაში და იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანა გადაიყვანა ევროატლანტიკური გზიდან. არის ერთი გზა - ზეწოლა, რაც შეიძლება იყოს, მეორე - ეს არის სანქციები, ამაზე იყო საუბარი და დისკუსია. მადლობა გადაგვიხადეს იმაზე, რომ ჩავაყენეთ საქმის კურსში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმისათვის, რომ კონკრეტული რჩევები მივეცით, რა ნაბიჯები შეიძლება რომ გადმოიდგას მათი, როგორც ამ ქვეყნის მეგობრის მხრიდან. თქვეს, რომ რთულ პოზიციაში არიან, სჭირდებათ დაბალანსება გზავნილების - ერთი მხრივ, რომ არიან ამ ქვეყნის მეგობრები და არ შეიძლება ისეთი რამე თქვან, რამაც შეიძლება ქვეყანა დააზიანოს. მეორე მხრივ, აქცენტის გაკეთება უწევთ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არის დემოკრატიის მხრივ. ჩვენგან იყო შეთავაზებული პერსონალური სანქციები, როგორც ერთ-ერთი გზა ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის. ისინი პირობას ვერ დაგვიდებენ, რომ სანქციებს მივიღებთო, მაგრამ როგორც ერთ-ერთი გზა ზეწოლის, ჩვენგან იყო შეთავაზებული“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.