„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ოცდასამ სოფელში მოქალაქეების მიერ შერჩეულ ადგილებზე გარე განათების სისტემის მოწყობა დასრულდა.
ხობის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა.
”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2021 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში 784 ათასი ლარის ღირებულების 50 პროექტი განხორციელდება.
განსახორციელებელი პროექტები მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.