ელენე ხოშტარია: ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას, მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს
09-11-2021, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას, გარდა იმისა, რომ მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე, - განაცახდა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ.

 

 

„მინდა, ირაკლი კობახიძის აბსურდულ განცხადებას გამოვეხმაურო, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას. გარდა იმისა, რომ ეს მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ასევე ჩემს ჯანმრთელობაზე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლია, გადაწყვიტოს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა, ომბუდსმენს ვციტირებ, და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა. ამიტომ, ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე ან მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან, ან აქცენტებისა და ყურადღების გადატანა არ გამოუვათ. ერთადერთი, რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილისა და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მეტს მე ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო“, - თქვა ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი