„რუსეთის აგენტები და სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები "რესპუბლიკურმა პარტიამ" საკუთარ რიგებში ეძებოს“ - ასე უპასუხა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს.
ინაშვილი თინა ხიდაშელს იმ ჩანაწერებს ახსენებს, რომელიც "რესპუბლიკურ პარტიის" წევრ ლევან ბერძენიშვილსა და რუსეთის საელჩოს თანამშრომელს შორის შედგა.
"რესპუბლიკურ პარტიას" და ქალბატონ თინა ხიდაშელს მინდა შევახსენო, რომ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა სატელეფონო საუბარი ლევან ბერძენიშვილსა და რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ლევან ბერძენიშვილი რუსეთის საელჩოს ამ თანამშრომელს სხვადასხვა მისი გეგმებისა და საქმიანობის შესახებ პატაკს აბარებდა და ელაქუცებოდა.
რუსეთის საელჩოს ეს თანამშრომელი დაზვერვას კურირებდა. ანუ ვინ ურთიერთობდა რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებთან? – ბატონი ლევან ბერძენიშვილი. ბატონი დავით ბერძენიშვილი სად მსახურობდა ჯარში? – მოსკოვთან ახლოს. ხომ შემიძლია ვივარაუდო, რომ ბატონი დავითი ჯერ კიდევ მაშინ ამყარებდა ურთიერთობებს რუსეთის სპეცსამსახურებთან? როდის შევიდა კომუნისტურ პარტიაში? – როცა იშლებოდა. ბატონი სოზარ სუბარი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც "კავკასიის" პირდაპირ ეთერში ბატონ დავით უსუფაშვილს საჯაროდ უთხრა, რომ უსუფაშვილი ესაუბრებოდა რუსებს საარჩევნოდ ფულის მიღებასთან დაკავშირებით. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც დავასახელე, სულაც არ გამიკვირდება, რომ ქალბატონი თავდაცვის მინისტრი ამ პოსტზე რუსეთის დავალებებს ასრულებდეს და რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდეს. სულ არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ რა შუაშია რუსეთი ან მექსიკა, როცა მე ხიდაშელს და აგულაშვილს არჩევნების გაყალბებაზე ველაპარაკები?! ისინი არიან არჩევნების გამყალბებლები და ამაზე ილაპარაკონ, რუსეთზე, მექსიკასა თუ იაპონიაზე კი არა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.