„პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან“ გამომდინარე...!
სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის და მისი ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირების პირობებშიც კი, შეიძლება ობიექტურად თუ სუბიექტურად მივიღოთ ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომელიც საფრთხის შემცველი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურად მუშაობისათვის და ზოგადად, სახელმწიფოში შექმნის დესტაბილიზაციის და უმართავი პროცესების განვითარების საშიშროებას!
ასეთი სიტუაციის წარმოქმნა შეიძლება გამოიწვიოს გარე და შიდა საფრთხეებმა და მოვლენებმა, მათმა ერთობლიობამ, ასევე, მასშტაბურმა ექსტრემისტულმა გამოხტომებმა ან ტერორისტულმა აქტებმა! სახელმწიფოში შექმნილი ამგვარი მდგომარეობის განსამუხტად, რომ თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი მწვავე დაპირისპირების რეციდივები, რაც შეიძლება მრავალი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს დაემუქროს, საჭიროა უსწრაფესად იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სანამ მოცემული სახელმწიფოს სამართალდამცავი (პოლიცია, უშიშროება, პროკურატურა) ორგანოების მიერ მიღებული იქნება შესაბამისი ზომები და სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი!
ამგვარი, წინმსწრები, სახელმწიფოში პოლიტიკური და სამოქალაქო სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გამოწვეული გადაწყვეტილების მიღებას, ეწოდება - „პოლიტიკური მიზანშეწონილობა“!
რატომ დამჭირდა ეს პრეამბულა? საქმე ის არის, რომ დღეს საქართველოში არსებული უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ კავშირშია განვლილ არჩევნებთან და უწინარესად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის პატიმრობასთან. ეს მწვავე კრიზისი, მისი განგრძობადობის შემთხვევაში, უეჭველად გახდება მიზეზი ქვეყანაში მწვავე დესტაბილიზაციისა, რაც სამოქალაქო მშვიდობას შეუქმნის რეალურ საფრთხეს! ამიტომ მიმაჩნია, რომ ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, რაზედაც ზევით მოგახსენეთ, ქვეყნის ხელისუფლებამ - „პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან“ - გამომდინარე, უნდა მიიღოს გონიერი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება:
1. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირი, უკრაინის სახელმწიფოსადმი პატივისცემის ნიშნად, საქართველოს სახელმწიფოს მიერ კეთილი ნების გამოხატვის მიზნით, გადასცეს მეგობარ უკრაინას, უკრაინის მოქალაქე - მიხეილ სააკაშვილი!
2. ამავდროულად, საქართველოში მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილსთვის გამოტანილი განაჩენი, მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა ძალაში რჩება და იმ შემთხვევაში, თუ იგი მომავალში აღმოჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე, იქნება დაპატიმრებული და შესაბამისად საპყრობილეში გადაყვანილი, სასამართლოს მიერ მისჯილი ვადის სრულად მოსახდელად!
2. ამგვარად, ხელისუფლება ქვეყანას აარიდებს მწვავე დესტაბილიზაციურ პროცესებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო მშვიდობას. ამასთანავე, ხელისუფლებამ თხოვნით უნდა მიმართოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამართლიანად მოითხოვენ სააკაშვილისთვის მისჯილი ვადის სრულად მოხდას, რომ ისინი გაგებით შეხვდნენ, სწორედ - "პოლიტიკური მიზანშეწონილობის" - საფუძველზე, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიღებულ ამგვარ არაორდინალურ გადაწყვეტილებას!!!
P.S. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, სანამ საქართველოში ციხეში იქნება თუ ციხის გარეთ, მანამ იარსებებს პოლიტიკური და სამოქალაქო მშვიდობის დესტაბილიზაციის საფრთხე! მითუმეტეს, თუ ციხის პირობებში, ე.წ. შიმშილობის გამო, საფრთხე დაემუქრება მის სიცოცხლეს!
ამიტომ, - „პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან“ გამომდინარე...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.