ფეისბუკმა შეტყობინებების აპლიკაცია WhatsApp -ი 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. ეს სოციალური ქსელის დღემდე ყველაზე დიდი შენაძენია.
WhatsApp- ს ყოველთვიურად 450 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის იმ ადამიანებშია პოპულარული , ვინც ტექსტური შეტყობინებების გაგზავნისას გადასახადის გადახდას ერიდება.

WhatsApp -ი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ინტერნეტის საშუალებით გაგზავნოს ტექსტური შეტყობინებები და ამით თავიდან აიცილონ საფასურის გადახდა. კომპანია აცხადებს, რომ ამჟამად იგი ყოველდღიურად 1 მილიონ ახალ მომხმარებელს არეგისტრირებს.
WhatsApp-ი ფულს მომხმარებლის გამოწერებით აკეთებს. ყოველწლიური გამოწერა თითოეული მომხმარებლისთვის 1 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
http://www.bbc.co.uk/news/business-26266689
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.