პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოთარ ჩრდილელსა და პეტრე ცისკარიშვილს შორის სიტყვიერი დაპირსიპირება მოხდა.
დეპუტატებს შორის დაპირიპისრების მიზეზი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები გახდა, რომელიც ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტით, რომლის ინიციატორი "ნაციონალური მოძრაობაა", ფინანსურ-ეკონომიკურ საქმეებზე ცალკეული მუხლების გაუქმება და ცალკეულის შემსუბუქებაა გათვალისწინებული.
"9 წლის მანძილზე, სახელმწიფოს ვაშენებდით და ჩაბნელებული, ტოტალური ქაოსიდან განათებული ქვეყანა შევქმენით. ჩვენ 500 მილიონიანი ბიუჯეტი დაგვხვდა, თქვენ კი, 10 მილიარდიანი ბიუჯეტი გაქვთ. როცა ბიზნესის განვითარებაზეა საუბარი, ზოგიერთებმა ბოდიში მოიხადონ. კაცი ზის და ლაპარაკობს, ხალხს ხოცავდითო, როცა ადვოკატებს პოლიციის განყოფილებაში ცემით კლავენ და ტელევიზიის მფლობელებს ხოცავენ, რომ ტელევიზია ხელში ჩაიგდონ. ეს ადამიანები გველაპარაკებიან, ხალხს ხოცავდითო. ეკონომიკაზე ის ხალხი გვესაუბრებით, რომლებსაც 1 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გაქვთ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ჩრდილელმა ცისკარიშვილის პასუხად მისი სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა.
"ბადაგონი" თქვენ არ დაღვარეთ?! ბიზნესზე იყო ძალადობა და ეს ჩვენზე კარგად იცით. ჩვენ ვხოცავთ ხალხს?!", - მიმართა ცისკარიშვილს ჩრდილელმა.
ციკსკარიშვილმა განმარტა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანამ ფალსიფიკაციამ წალეკა.
"მე მინისტრი ვიყავი, მერე რა არის? რთველს, რომ ვერ ატარებთ, იცით? ზოგიერთები მაღალფართოვანი სიტყვებით გველაპარაკებიან. ჩვენ გავაჩერეთ ბიზნესი? ჩვენი შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტებით თქვენ სარგებლობთ და პრეტენზიები აქეთ გაქვთ. ეს ცინიზმი კი არა, უსინდისობაა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
დეპუტატების კამათში ბიძინა გუჯაბიძე ჩაერთო, რომელმაც განაცხადა, რომ ტოტალიტარული რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ნახევარ ქვეყანას გაწყვიტავ და წარმატებას მიაქცევ.
"სტალინიც ასე შვებოდა", - დასძინა გუჯაბიძე, რომელსაც გიორგი ვაშაძემ სტალინის ისტორიის შეხსენება გოგი თოფაძისთვის ურჩია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.