საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე თბილისში მდებარე მეკლდეურობის დარბაზს ესტუმრნენ და იქ არსებულ სავარჯიშო პირობებს გაეცნენ.
თეა წულუკიანის განცხადებით, მეკლდეურობას საქართველოში დიდი ტრადიციები აქვს და სასიხარულოა, რომ ის წელს ოლიმპიურ თამაშებს შორის მოხვდა. სპორტის მინისტრის თქმით, საქართველო უკვე იანვრიდან დაიწყებს მზადებას, რათა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მეკლდეურები ღირსეულად წარდგნენ. ამისათვის კი ინფრასტრუქტურის სწრაფი მშენებლობა, სპორტსმენების აღჭურვა და მათი საზღვარგარეთ საწვრთნელად გაგზავნა არის აუცილებელი.
ამასთან, მეკლდეურობა ერთ-ერთია იმ სპორტის სახეობებს შორის, რომელსაც სპორტის სამინისტრო მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს.
მინისტრის ინიციატივით, მომავალ წელს დაიწყება საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის ცოცვის კედლის მშენებლობა, რომელიც ჩვენს სპორტსმენებს სრულფასოვანი ვარჯიშის, ხოლო ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის საშუალებას მისცემს. დაიგეგმა ასევე თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებთან და განათლების სამინისტროსთან, რათა მცირე ზომის კედლების შენება გაგრძელდეს და გაიზარდოს სპორტის ამ სახეობით დაინტერესება ახალგაზრდებში.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.