წალენჯიხის მუნციპალიტეტის მერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ხარჩილავა საქართველოს მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ არ (ვერ) დაესწრება „დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სხვა მიზეზებთან ერთად, შეხვედრაზე მიუსვლელობას იმით ხსნის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ „ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომა“ გამოიჩინა და ამასთან, „მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისი“ არ არის.
„ვადასტურებ, რომ მივიღე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევა ღონისძიებაზე. წალენჯიხის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით ამირჩია წალენჯიხის მერად, რითაც დამისახა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად სწრაფი და ეფექტური გზების ძიება.ამ გზაზე, რასაკვირველია, სრული დატვირთვით მზად ვარ თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან. აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობასთან ერთად მხარდაჭერილი იქნეს ის ხედვები და პროექტები, რითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარდგება თავისი კომპეტენციის განხორციელების პერიოდში.
ამასთან, ვაცხადებ, რომ მე არ (ვერ) დავესწრები დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას და გიზიარებთ არდასწრების საფუძველს:
სოლიდარობა ჩემს კოლეგებს, რომლებიც კენჭს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რომელთანაც, არჩევნების საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით ჩატარებისას, სულ სხვა შედეგი დადგებოდა! სწორედ დარღვევების მასშტაბურობა აისახა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მკაცრ შეფასებებში!
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომის გამო. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას შესაბამის კლინიკაში.
არ მივიჩნევ, რომ მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისია. ჩემს თავში ჩემი მოქალაქეების სოლიდარობის განწყობებია. მიმაჩნია, რომ სწორედ არჩევნებია ის გზა, რომლითაც შესაძლებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში, სამართლიანი არჩევნები, წინასწარ დათქმული თანხმობა შედეგების აღიარებაზე და მომავალ ურთიერთობებზე, როგორც ხელისუფლების მოსალოდნელი ცვალებადობის პოლიტიკური კულტურის და დინამიკის შენარჩუნება!
დღეს კი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა დონეზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კონსტრუქციული მოდელი, რომლის განზოგადება სამომავლოდაც შესაძლებელია. ამასთან, ვიმეორებ, მზად ვარ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის ჩემი მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღის სასარგებლოდ“, – წერს გიორგი ხარჩილავა სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.