ელისო კილაძე: „ქართულ ოცნებაში“ სრული ქაოსია, ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა - წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც დაჩქარებული წესით მიიღო
10-11-2021, 20:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტი ელისო კილაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც მისი შიდა, ისე გარე წყაროები.

 


„გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას აქვს სახლი. პირველად ჩავიდა სხვათა შორის, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ის ამერიკაში ნამყოფი არ იყო... ივანიშვილი წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც მე როგორც ვიცი, დაჩქარებული წესით მიიღო“, - განაცხადა ელისო კილაძემ „მთავარი არხის“ ეთერში, გადაცემა „დღის სტუმარში“.

 


როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილს ეშინია რუსეთის, რადგან ბოლომდე ვერ შეასრულა პუტინის დავალება და სწორედ ამიტომ შეაფარა თავი შეერთებულ შტატებს, იმის მიუხედავად რომ საფრანგეთის მოქალაქეა.

 


„მე როგორც ვიცი, მას აქვს ახლადშეძენილი ქონება, საკმაოდ დიდი რეზიდენცია იქ და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია და ადამიანურ შიშებს და ქვეყნის შიგნით პროტესტს არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ იმ ტრადიციულ შიშებს, რაც რუსეთის მხრიდან ემუქრებათ ხოლმე ასეთი ქვეყნის მმართველებს, როდესაც ისინი მთლად ბოლომდე არ ასრულებენ იმ დავალებებს, რა დავალებებსაც პუტინის რეჟიმი აძლევს ხოლმე“, - აღნიშნა ელისო კილაძემ და დაამატა, რომ ამ ყველაფრის ფონზე „ქართულ ოცნებაში“ სრული ქაოსი და აჟიოტაჟია, რადგან იციან, რომ ივანიშვილი მზადაა ხელისუფლება გადააბაროს კოალიციურ მთავრობას და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი