გამომძიებელი გიორგი მიქელაძე: მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა, სააკაშვილს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, მას სხეულზე გარეგანი დაზიანებები არ ეტყობა
11-11-2021, 08:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. სააკაშვილს ასევე სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

 


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, გამოკითხვის შემდეგ დაილუქა ის ტანისამოსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შესვლის დროს ეცვა.

 

 

როგორც ციხიდან გამოსულმა გამომძიებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს სხეულზე გარეგანი დაზიანებები არ ეტყობა. რაც შეეხება ვიდეოკადრებს, გიორგი მიქელაძის თქმით, კადრების დაარქივებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებას უკვე მიმართა.

 


„ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. მას ჩაუტარდა ასევე სამედიცინო ექსპერტიზა. ამოღებულ იქნა გამოკითხვის შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი ტანსაცმელი. დათვალიერებულ იქნა შემთხვევის სხვა ადგილმდებარეობა. მოგახსენებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და გატარებული ღონისძიებების თაობაზე დამატებით გეცნობებათ.

 


ვიზუალურად არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ამ საკითხის გარკვევა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. სწორედ ამისთვის ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

 


ვერ გეტყვით, დასკვნა როდის დაიდება. ამ დასკვნას ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემს”,- განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი