იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ: გატაცებას შეგნებულად ამკვიდრებენ ჩვენი ოპონენტები; როგორ არის შესაძლებელი ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანას უწოდო გატაცება
11-11-2021, 14:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ ტერმინ გატაცებას, სურთ, მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე საუბრისას.

 

 

„მინდა, გავაკეთო განცხადება ბოლო დღეების განამვლობაში გავრცელებულ ამ მავნებლურ ბრალდებებზე. დავიწყებ ტერმინი გატაცებით, რომელსაც შეგნებულად ამკვიდრებენ ჩვენი ოპონენტები და უნდათ, მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ. საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი, საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანას უწოდო გატაცება. ეს არის სწორედ ძალიან დიდი მავნებლობა.

 

 

მე არ ვპასუხობ ჩვენს ოპონენტებს, ვპასუხობ საზოგადოებას, თუ რა იგულისხმებოდა გატაცებაში. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრის მეორე დაწესებულებაში გადაყვანას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 


იუსტიციის მინისტრმა ახსნა ის მიზეზები, თუ რატომ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში.

 


„როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და მსგავი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გადაყვანილი ყოფილიყო მე-18 სამკურანლო დაწესებულებაში, სადაც მასზე სამკურანლო მეთვალყურეობა იქნებოდა ბევრად უფრო მჭიდრო. შესაბამისად, ეს რისკი იქნებოდა სრულად მინიმალიზებული. ის ამჟამად განთავსებულია მე-18 სამკურანლო დაწესებულებაში და მასზე სრულად ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

 


აქვე, გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების რისკები, ჩვენ მრავალგზის ვისაუბრეთ სუს-ის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელზეც ცხადი გახდა, რომ დაახლოებით 500-600- კაციანი ჯგუფი გეგმავდა ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანაზე. გადაყვანა რომ განხორციელებულიყო სხვაგან, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სპეციალური პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელს, რომელმაც მოახდინა პატიმრის უსაფრთხოდ გადაყვანა ამ დაწესებულებაში, რომელშიც ის იმყოფება. აქვე, ბუნებრივია, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კოლეგებს მხარდაჭერისთვის“, – თქვა რატი ბრეგაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი