მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთადერთი მოთხოვნა, რაც პატიმარ სააკაშვილის ადვოკატებს სასამართლოს წინაშე ჰქონდათ დაყენებული, იყო მისი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა. ეს მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მას დაჟინებით მოუწოდა შეწყვიტოს შიმშილობა. ეს არის ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება, რომლის სულისკვეთებას ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ.
ჩვენ მას პროტოკოლის მიხედვით ვუხსნიდით, თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს მაგალითად, შიმშილობას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მეორე მხარეს შეხედეთ, პირდაპირი ეთერის მეშვეობით რომ მოუწოდებენ, არ შეწყვიტოს შიმშილობა, რომ ამ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, განადგურდება. რა არის ეს, თუ არა პატიმარზე ძალადობა?! როდესმე გაგიგიათ მსგავსი განცხადება ჩვენი მხრიდან ან ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა მაინც?! არა, ვერც იხილავთ, რადგან ნებისმიერი პატიმარი არის ჩვენი ზრუნვის საგანი.
კარავში შედის ხალხი და ეს ადამიანი გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაშიო, იმას კი არ მოითხოვენ, რომ ამ ადამიანმა შიმშილობა შეწყვიტოს. ამის გამო შიმშილობენ, ამას პირდაპირ ეთერში მოუწოდებენ. მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და იგი დაბრუნდება მე-12 დაწესებულებაში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით არ გადაუყვანიათ, არამედ მან იცოდა, რომ სამკურანლო დაწესებულებაში გადადიოდა.
„ამას აცხადებს თავად პატიმარი, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ის გამოდის, მიდის თავისი ნებით. და საერთოდ, გადაწყვეტილებას, თუ სად იქნება პატიმარი გადაყვანილი, იღებს არა თავად პატიმარი, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახური საჭიროებიდან გამომდინარე. ვისაც მსგავსი კითხვები უჩნდება, კარგად გაეცნოს კანონმდებლობას და მიიღებს ყველა პასუხს. ჩვენ არავის ვატყუებთ. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მოვალეობას ამ ქვეყნისა და კანონის წინაშე. მან იცოდა, რომ გადადიოდა კლინიკაში და სამკურანლო დაწესებულებაში. იცოდა, რომ გადადიოდა სამკურნალო დაწესებულებაში და გადაწყვეტილებას, სად იქნება პატიმარი გადაყვანილი, იღებს არა პატიმარი, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ბრეგაძის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია შესახლების ფაქტი და ეს კადრები ასევე აჩვენებს, როგორ ცრუობს ერთ-ერთი ადვოკატი.
„კადრებში ნაჩვენებია შესახლების ფაქტი, თუ როგორ მოხდა შესახლება. აგრეთვე, სწორედ ეს კადრები აჩვენებს საზოგადოებას, თუ როგორ იტყუება ერთ-ერთი ადვოკატი, თითქოს რეანიმობილი გაჩერდა დაწესებულებიდან 30 მეტრის მოშორებით. ეს კადრები აჩვენებს იმ ფაქტს, რომ პატიმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომელს და როგორ დააზიანა სამედიცინო ტექნიკა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.