„არ დავმშვიდდები, ივანიშვილის ლეკვო, თქვენ პუტინის დავალებას ასრულებთ, ლეკვო ივანიშვილის, რა უნდა დავმშვიდდე. წამიყვანეთ ახლავე უკან რუსთავის ციხეში. მომისმინეთ კარგად, არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით... თქვენ ახლა ასრულებთ პუტინის ბრძანებას, თქვენა ხართ ნაძირლები, თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები. თქვენ ხართ მკვლელი, თქვენ შვილთაშილებს გაყვება, რომ თქვენ ხართ მკვლელი. თქვენ ყველანი ხართ მკვლელები. მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ... შენ, პუტინის ნაძირალა ჯალათო“, - ასეთი სიტყვებით მიმართავს მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც, როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მის დამშვიდებას ცდილობდნენ.
სპეციალურმა პენიტენციური სამსახურმა ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ვიდეოკადრები გაავრცელა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.