მიხეილ სააკაშვილი: „მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა“
11-11-2021, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

 


ამასთან, ამ გადაწყვეტილების შესრ ულებისთვის მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ პირობებს აყენებს.

 


„შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავამდყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია და არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი. ამას გარდა, წამოუდგენელია, ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ასევე მათი ძალადობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოებისა და ფსიქლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარისა და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფება ამ დანაყოფიდან, იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია. ვითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღლტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლებისა და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობის ექიმების შემადგენლობით.

 

 

მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, როდესაც მე დავემორჩილები უპირობოდ, უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც. ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი