ნადარაია საქართველოსთან ე.წ საზღვრის სრულ ჩაკეტვას არ გამორიცხავს
10-11-2015, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია საქართველო-აფხაზეთის ე.წ საზღვრის დაკეტვას არ გამორიცხავს. ნადარაიას თქმით, საქართველოს მხრიდან სერიოზული პროპაგანდისტული მუშაობა მიმდინარეობს და საქართველო ცდილობს, აფხაზეთის მოსახლეობა ერთობლივად ცხოვრების აუცილებლობაში და სარგებელში დაარწმუნოს.

 


„ჩვენთვის სერიოზული გამოცდა იქნება საზღვრიდან 5 კილომეტრში, სოფელ რუხში აშენებული მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი, რომლის მშენებლობაც საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდება. ეს პროექტი, ფაქტირად, ჩვენი მაცხოვრებლების და მოქალაქეებისთვის განხორციელდა. თუ ისინი ასე წუხან გალის რაიონის მაცხოვრებლების ბედზე, რატომ არ ააშენეს მსგავი საავადმყოფო გალში? რატომ უნდა გადაკვეთონ გალელებმა ენგურის საზღვარი“- განაცხადა ნადარაიამ.

 

 

ნადარაიას თქმით, ამ ცენტრის გახსნის მთავრი დანიშნულება მკურნალობასთან ერთად, პროპაგანდისტული მუშაობაა. როგორც გალის დე ფაქტო მმართველი აცხადებს, სპეცსამსახურების მხრიდან იმ ადამიანების „დავერბოვკება“ მოხდება, ვინც აფხაზეთის ტერიტორიიდან სამკურნალოდ რუხში გადავა.

 

 

„ვიმედოვნებ, ჩვენი შსს და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებენ“- აღნიშნა ნადარაიამ.

 


მისი თქმით, აუცილებელია, უცხოელი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედება მოხდეს. ნადარაია საქართველოსთან ე.წ საზღვრის სრული ჩაკეტვასაც არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში თუ საქართველო სამედიცინო სფეროს პროპაგანდის მიზნით გამოყენებას გააგრძელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი