ბადრი ჯაფარიძე: ასეთი მოქმედებები არის იმდენად სამარცხვინო, რომ ოდნავი თავმოყვარეობა თუ აქვს სახელმწიფოს, არ უნდა დაუშვას ასეთი არაადამიანური მოპყრობა არავის და მითუმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ
12-11-2021, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების ამსახველი ვიდეოკადრების კომენტირებისას „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” მესვეურებს უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი მოქმედებები არის იმდენად სამარცხვინო, რომ ოდნავი თავმოყვარეობა თუ აქვს სახელმწიფოს, არ უნდა დაუშვას ასეთი არაადამიანური მოპყრობა არავის და მითუმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.

 


„ქართული ოცნების“ სრულიად გაუმართლებელმა სიჯიუტემ, გაურკვეველი ლოგიკით ნაკარნახებმა, დაჟინებულმა სურვილმა, რომ როგორმე არ დაეშვათ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, სადაც გარანტირებულად დაცული იქნებოდა მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები მიიყვანა სრულიად სამარცხვინო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ მოქმედებამდე!

 


გლდანის ციხის საავადმყოფოში მომხდარი მოვლენების ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ხელისუფლების კარნახით ჩადენილი იქნა ქმედებები, რომლებიც დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისათვის, ზრდის საზოგადოებაში შექმნილ დაპირისპირებას და აღრმავებს არსებულ უფსკრულს.

 


„ქართული ოცნების” მესვეურებს უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი მოქმედებები არის იმდენად სამარცხვინო, რომ ოდნავი თავმოყვარეობა თუ აქვს სახელმწიფოს, არ უნდა დაუშვას ასეთი არაადამიანური მოპყრობა არავის და მითუმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ“, - წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი