საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი „რუსთავი-2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ქვეყანაში მედიაპლურალიზმის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, რადგან ის ჯერ ისევ სასამართლოშია. პირველ ინსტანციაში საქმე უკვე განიხილეს და გასაჩივრების შემთხვევაში განხილვა მაღალ ინსტანციაში გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ პროცესში, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას გულისხმობს, ასევე მედიაპლურალიზმის პატივისცემას. ამ პრინციპების შესრულებას თვალ-ყურს მივადევნებთ“, - ამბობს ჰერმანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.