„ნარმანია პიარისთვის იხდის იმდენს, რაც ბაღის ხელმძღვანელის შემთხვევაში, ორი წლის ხელფასია“ - ირაკლი აბესაძე
11-11-2015, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერიას 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ წინადადებებს სთავაზობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დედაქალაქის მერს შესაბამისი წერილით უკვე მიმართეს.

 


თბილისის საკრებულოში კი, დღეს სევდია უგრეხელიძისა და ირაკლი აბესაძის პრესკონფერენცია გაიმართა. მათ იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც, მათი აზრით, დედაქალაქის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს.

 


კერძოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძარობის" აზრით, დედაქალაქში ეკონომიკის განვითარების, მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ნაწილობრივი მაინც გადაწყვეტის მიზნით, 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პროგრამები:

 


1. საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და მათი თანამშემწეებისთვის, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, თბილსერვისის ჯგუფის, სინათლის ქალაქის, ასევე თბილისის მერიაში შემავალი კერძო სამართლის იურდიული პირების, ტექნიკური პერსონალისთვის და არა ადმინისტრაციული ფუნქციების განმახორციელებელი პირებისა და მენეჯერებისთვის ხელფასის 20%-ით გაზრდა;

 


2. 70 000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გაძვირების გამო ფასნამატის კომპენსირება 12 თვის განმავლობაში;

 


3. მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა 70 000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის;

 


4. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც გადაუდებლად მნიშვნელოვანია საცობების პრობლემების მოგვარებისთვის;

 

 


5. იაფი ცხელი წყლითა და გათბობით მოსახლეობის უზრუნველყოფის პროგრამა.

 


"პიარისთვის დავით ნარმანია თავის თანამშრომელს უხდის 5 625 ლარს ყოველთვიურად, რაც ბაღის ხელმძღვანელის შემთხვევაში ორი წლის ხელფასია. ეს ადამიანი ერთ თვეში იღებს პიარის საწარმოებლად ამ თანხას და რის პიარს აკეთებენ გაუგებარია. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ხელფასების გაზრდა არა მენეჯმენტისთვის, ხელმძღვანელი პირებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის ვინც ყოველდღიურ სამუშაოს ეწევიან", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი