საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, განსაკუთრებით, ნატო- საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფუნქციონირებისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების გაცნობას.
გენერალ-მაიორ ნორბერტ ვაგნერს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში ნატოელმა გენერალმა შეხვედრები გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან. თავდაცვის ძალებისა და ნატო- საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა JFTC -ის მეთაურს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემებს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები, ნატო- საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ასევე, 2022 წელს საქართველოში დაგეგმილი ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების ორგანიზება წარმოადგენდა.
საქართველოში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზეუწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 21“-ის“ მიმდინარეობასაც გაეცნო და ვაზიანში სწავლების საველე კომპონენტი მოინახულა.
JTEC-მა პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან (JFTC) მჭიდროდ თანამშრომლობა 2017 წლიდან მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. მენტორული ურთიერთობები JTEC-ის ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლების წარმმართველი (ODE) ფუნქციის შესასრულებლად მომზადებას ისახავდა მიზნად. 2020 წელს JTEC-სა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი ხელს უწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.