იუსტიციის მინისტრის მამა, ექიმი გრიგოლ ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს პასუხობს
13-11-2021, 19:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამამ, გრიგოლ ბრეგაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს წერილითვე უპასუხა.

 


„ბატონო ნიკა, მძიმეა საკითხი, რის გამოც გადაწყვიტეთ საჯაროდ მოგემართათ, მესმის თქვენი წუხილი როგორც ექიმს და მშობელს. არავის ვუსურვებდი შვილის ნახვას საპატიმროში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მეც საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის. თქვენ მთხოვთ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია უშიშრად. კარგად არ მესმის, რისი შიშით უნდა ვიყო შეპყრობილი და რა შიში მაქვს გადასალახი. როგორც ომის ვეტერანისთვის, სამშობლოს კეთილდღეობა და მშვიდობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულებაა. ჩემი შვილის სტიპენდიის საკითხმა სხვადასხვა კონტექსტში უკვე რამდენჯერმე გაიჟღერა, ამიტომ მინდა დავაზუსტო: რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი მშობელი, მოხარული ვიყავი, როდესაც ჩემმა შვილმა უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ და „მაქს პლანკის“ ინსტიტუტის პერსონალური მოწვევის საფუძველზე, მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდის ერთწლიანი სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც იგი იმყოფებოდა გერმანიაში სამეცნიერო მივლინებაში 2006 წელს.

 


შემდგომ, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის სტიპენდიით გაიარა ერთწლიანი მაგისტრატურა, მიიღო LLM ხარისხი. მოგვიანებით „კონრად ადენაუერის“ სახელობის ფონდის სამწლიანი სტიპენდიის ფარგლებში, ჰამბურგის უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა დოქტორანტურა და მიენიჭა სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. თითოეულ ფონდისადმი გულწრფელად მადლიერი ვიყავი, ვარ და ვიქნები მომავალში! თუმცა, აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ის უსამართლობა, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო, 2011 წელს მას უარი ეთქვა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დოქტორის ხარისხით, ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დაკავებაზე. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში არაერთხელ დავრჩენილვარ დილემასთან, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ პაციენტის მართვა ექიმების და არა პოლიტიკოსების საქმეა.

 

 

აფხაზეთის ომის დროს, ოჩამჩირეში, გულ-მკერდის ჭრილობით აფხაზი გვეწვა. კეთილშობილი კაცის, ქირურგის, აწ განსვენებულის დავით მაღალაშვილის ნაოპერაციები. ერთ ოთახში ვცხოვრობდით რამდენიმე ექიმი დათოსთან ერთად და სიამოვნებით ვეხმარებოდით სამედიცინო ღონისძიებებში. არ იყო იშვიათი ჩვენს მიმართ, უკმაყოფილო, ხშირად უცენზურო, ზოგჯერ აგრესიული გამონათქვამებიც... ამ გარემოებას მედპერსონალის ერთსულოვნებაში, პროფესიული მოვალეობის ერთგულებაში კორექტივი ომის დროსაც არ შეუტანია. მე ღრმად მწამს, სრულიად დარწმუნებული ვარ ჩვენი ექიმების პროფესიულ კეთილსინდისიერებაში. დაე მათ, შესაბამისი პროფესიული, ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაზღვრონ მკურნალობის საკითხები. ასევე დარწმუნებული ვარ, პენიტენციური სისტემა იხელმძღვანელებს ექიმების არგუმენტირებული, ობიექტური რეკომენდაციებით და მათი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებთან შეჯერებით, მიიღებს დინამიურ და კორექტულ გადაწყვეტილებებს. დასასრულს, როგორც საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა, როგორც ექიმმა, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო თქვენს შვილს, შეწყვიტოს შიმშილობა. თქვენ და თქვენს ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას“, - აღნიშნავს გრიგოლ ბრეგაძე.

 


ნიკოლოზ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრის მამას, გრიგოლ ბრეგაძეს ღია წერილით 12 ნოემბერს მიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი