მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მასთან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები დაიშვებიან - რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს
13-11-2021, 19:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს პასუხობს და განმარტვას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები.

 

 

„ქალბატონო ანა,

 


2021 წლის 9 ნოემბრით დათარიღებულ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც თქვენ ითხოვეთ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, გაცნობებთ შემდეგს:

 


მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. მათ შორის, მასთან განხორციელდა 201 ვიზიტი, რაც მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების გამჭვირვალობაზე. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, მისი პირადი ექიმი და მისი სამედიცინო საჭიროებების რეგულარული შეფასების მიზნით შეკრებილი ექიმების ჯგუფი (კონსილიუმი).

 


მიხეილ სააკაშვილის მიერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიწოდებული მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიღებაზე უარის გამო, 2021 წლის 8 ნოემბერს იგი გადაიყვანეს მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში – მისი ჯანმრთელობისთვის რისკების მინიმიზაციისა და შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით.

 


2021 წლის 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც ითხოვდა სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დროებითი ღონისძიების დაკისრებას – მომჩივნის მე-18 პენიტენციური სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანას. იმავე დღეს სასამართლომ გადაწყვიტა: ა) მომჩივანს დაჟინებით მოუწოდოს შიმშილობის შეწყვეტისკენ; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისთვის შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამდენად, შესაბამისი მასალებისა და მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაწესებულების სტანდარტები დამაკმაყოფილებელია, რითაც გამოირიცხა სხვა საავადმყოფოში მისი გადაყვანის მოთხოვნის საჭიროება.

 


სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები.

 


თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს „პოლიტიკური პატიმრების“ მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში“, – ნათქვამია იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის წერილში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

 


ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ მოითხოვა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, რაზეც მას უარი ეთქვა.

 

კომენტარები: 1
#1   amnaseo
      
If we have capable clairvoyants, the earth can surely be a better place to live in. It’s time to rise up and create our new visions about life and our surroundings, leaving behind the old pictures of what was declared by others. voyance gratuite
18 ნოემბერი 2021 11:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი