დავით სერგეენკო: მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იზრუნონ ექიმებმა და არა – პოლიტიკოსებმა
15-11-2021, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იზრუნონ ექიმებმა და არა – პოლიტიკოსებმა. მისი თქმით, ყველაზე გადამწყვეტია, რომ სამოქალაქო და სასჯელაღსრულების ექიმები ერთად დასხდნენ და პოზიციაში შეჯერდენენ.

 


„ერთობ, სულ მცირე უცნაური მდგომარეობა ჩამოყალიბდა, როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ და მაღალ მოთხოვნებს აყენებენ, ვიდრე ექიმები. მგონია, ყველაზე გადამწყვეტია, რომ სამოქალაქო და სასჯელაღსრულების ექიმები ერთად დასხდნენ და პოზიციაში შეჯერდენენ, რადგან საბედნიეროდ როგორც სასიცოცხლო პარამეტრები, ასევე ლაბორატორიული ინსტრუმენტები, ტესტების პასუხები არის თვლადი და ორმაგ ინტერპრეტაციას ვერ გააკეთებ. მგონია, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იზრუნონ ექიმებმა და არა – პოლიტიკოსებმა.

 


დაწესებულების ექიმი ამბობს, რომ მასზე ზრუნვა მიმდინარეობს და ყველაფერი კონტროლდება. პოლიტიკური საკითხები გვერდზე უნდა გადაიდოს და ერთმანეთში ექიმები უნდა შეჯერდნენ, ამის გაკეთება რთული არ იქნება, თუ ამის ნება იარსებებს და პოლიტიკური ნაწილი ჩამოცილდება, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა პოლიტიკური ტრიგელია.

 


რაც შეეხება მოშიმშილე დეპუტატებს, არ მინდა, მოშიმშილე ადამიანებზე რაღაც შეფასება გავაკეთო, მათ ვუსურვებ, რომ შიმშილობა შეწყვიტონ. სულ მცირე პარადოქსია ჩამოყალიბებული, როცა პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ ჯანდაცვის საკითხებით, ვიდრე ექიმები. დეპუტატებმა შიმშილობა უნდა შეწყვიტონ და ექიმებს აცადონ, შეჯერებული გადაწყვეტილება მიიღონ, რაც სააკაშვილისთვის საუკეთესოა. ის პოლიტიკოსები, რომლებიც კატეგირიულად ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, მათი არც თუ მცირე ნაწილი უფრო პოლიტიკურ შემადგენელს უყურებს და მოლოდინი აქვთ, რომ მისი გადაყვანით, პოლიტიკური პროტესტები გააქტიურდება, ამ დროს მის ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი