ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას რამდენიმე მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის აღიარების შესახებ. ამის თაობაზე ბრიუსელიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რომელმაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყების წინ კომენტარი ჩამოართვა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების ევროკომისარს.
„მე მაქვს რამდენიმე კარგი ამბავი, რომელიც კორონავირუსის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლდოვის, საქართველოს და სერბეთის მიერ გაცემული კორონავირუსის სერტიფიკატების ეკვივალენტურობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ამ ქვეყნების მოქალაქეებისათვის იქნება იოლი ევროკავშირში მოგზაურობა, არამედ ევროკავშირის მოქალაქეებიც შეძლებენ მოგზაურობას ამ ქვეყნებში“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების ევროკომისარმა, იტყობინება რადიო თავისუფლება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ და ის დაუყოვნებლად შევა ძალაში.
ცნობილია, რომ ოქტომბრის დასაწყისში ევროკავშირის წევრმა ჩეხეთმა ინდივიდუალურად აღიარა საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.