„ვხედავთ ძალიან ნეგატიურ მცდელობებს, რომ მოახდინონ ექიმების პოლიტიზება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის პირადაპირ ეთერში განაცხადა.
„პრაქტიკულად, აიძულებენ ბევრ ექიმს, რომ გამოვიდნენ, სხვადასხვა პროფილის ექიმებს, ვიცნობ ძალიან ბევრ მათგანს, ზოგიერთი არის მეან-გინეკოლოგი, გამოდის და ლაპარაკობს ამ შემთხვევაში სხვა საკითხზე და ლაპარაკობს იმ საკითხზე, რომელიც სააკაშვილს საერთოდ არ აწუხებს ამ შემთხვევაში, სხვა მაგალითებიც შემიძლია მოგიყვანოთ. სამწუხაროდ, ცდილობენ სამედიცინო საზოგადოების პოლიტიზებას. ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.