მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე თბილისში დაბრუნდა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სოლიდარობის გამოხატვას შიმშილობით შეეცდება.
პაატა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ „თუ ჩვენ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს“.
„გამოაქვეყნეს სამარცხვინო კადრები და შეგვარცხვინა მთელი საქართველო. ამიტომაც მე ჩამოვედი. მე მინდა ჩემი მოკრძალებული პროტესტი გამოვთქვა და დღეიდან უნდა დავიწყო შიმშილობა, შევუერთდები მე ჩემებურად. იცით, რა არის? მე არ მინდა მონაწილე ვიყო ჩემი პრეზიდენტის გარდაცვალების. თუ ჩვენ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს იმ წარსულის პატარა, არა, ძალიან მკაფიო და ნათელ წარსულს, რომელიც ჩვენ გვქონდა“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.