ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, სრულიად საქართველოს საზოგადოებას ვულოცავ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, 16 ნოემბერს, საქართველო, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, აღნიშნავს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, რაც კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ღირებულებაა.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია.
ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რამაც ჩვენი ქვეყნის მრავალკულტურული, მრავლეთნიკური და მრავალკონფესიური მოსახლეობისთვის საქართველო სამშობლო გახადა და ამავდროულად უზრუნველყო მათი იდენტობის შენარჩუნება.
საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ თითოეული მოქალაქის ღირსებას და თავისუფლებას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.