მამუკა ხაზარაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძემ 4 ნოემბერს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
კომიტეტმა განიხილა საკითხი, მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება.
ამის შემდეგ, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს დადგენილების პროექტს მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.