ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი სასამართლოს მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს მოუწოდებს , ტელეკომპანია "დისტანციურად მართონ", თუკი ოფისში შესვლა არ უნდათ.
შესაბამისი განცხადება უდუმაშვილმა "რუსთავი 2"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და განმარტა, რომ დავით დვალისა და რეზო საყევარიშვილის შეთავაზებაზე, შეასრულოს დროებითი მმართველის ფუნქცია, უარს ამბობს.
"მე ამ ვალდებულებებს ვერ ვიღებ, ვინაიდან ეს უკანონოა და მასზე არ არის ჩემი ხელმოწერა, ჩემი თანხმობა. თქვენ, ბატონებო, გაქვთ ყველანაირი ვალდებულება მიღებული თამაზ ურთმელიძისგან, რომლის გადაწყვეტილებასაც თქვენც არ ეთანხმებით თურმე. თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება. თუ არ მობრძანდებით აქ და არ შემოხვალთ ოფისში, დისტანციურად შეასრულოთ უფლებამოვალეობები და ის ფინანსური ვალდებულებები, რაც კომპანიას აქვს, დისტანციურად მართოთ, რადგან თქვენ გაგაჩნიათ ყველანაირი წვდომა ბუღალტერიასთან. ჩვენ ეს აღარ გვაქვს უკვე მას შემდეგ, რაც თქვენ დაინიშნეთ დროებით მმართველებად. ასე რომ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები", - მიმართა უდუმაშვილმა დავით დვალსა და რეზო საყევარიშვილს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.