ლიბერთი ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვას იწყებს
16-11-2021, 14:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლიბერთი არის სისტემური ბანკი, რომელიც დაახლოებით 1.6 მილიონ ადამიანს ემსახურება და ჩვენ 40 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი გვენდობა. შესაბამისად, ჩვენ ვემსახურებით ადამიანებს პრაქტიკულად ყველა სეგმენტიდან“, - ამის შესახებ ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა.

 


მისი თქმით, სტრატეგიის წარდგენის შემდეგ ლიბერთიმ დაპირებისამებრ დაიწყო ახალი პროდუქტების შეთავაზება, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვას და მათთან ახალი ურთიერთობის დაწყებას შეუწყობს ხელს.

 


ვასილ ხოდელმა აღნიშნა, რომ სერიით „ახალი“ ლიბერთის პირველი პროდუქტი იქნება რეგიონში უნიკალური საკრედიტო ბარათი ყველაზე მაღალი ქეშბექით, რომელიც 18+ სეგმენტისთვის იქნება საინტერესო.

 


„რამდენიმე თვეა, რაც წარვადგინეთ ჩვენი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ და ნებისმიერ ჩვენს ნაბიჯს ვუყურებთ, არის თუ არა ამ ღირებულებებთან თანხვედრაში - ეს არის ადამიანი, მის ბიზნესზე და საჭიროებებზე ზრუნვა. ჩვენ გვინდა ვიყოთ მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, ახლის მაძიებელი და მზრუნველი.

 


„ახალის“ სერიით პირველი პროდუქტი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული საკრედიტო ბარათი და გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისთვის.

 


ეს არის რეგიონში უნიკალური, ყველაზე მარტივი და გასაგები პროდუქტი. ყველაზე სარგებლიანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ჭკვიანურად ხარჯავენ ფულს. სარგებლიანია, რადგან აქვს ყველაზე მაღალი ქეშბექი “,- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა.

 


ლიბერთის ახალი ბარათის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი