ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა უკრაინის სამართალდამცველებს თმებით რომ ათრევინა თავი, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს, ამ ყველაფრით არც უკრაინელი ომბუდსმენი აღშფოთებულა
16-11-2021, 16:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილმა უკრაინის სამართალდამცველებს თმებით რომ ათრევინა თავი, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს, ამ ყველაფრით არც უკრაინელი ომბუდსმენი აღშფოთებულა. – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

 


მისი თქმით, მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისას იძულების ზომა აუცილებლობიდან გამომდინარე იქნა გამოყენებული.

 

 

„არ ვიცი, მან წინასწარ იცოდა თუ არა, რომ გადაჰყავდათ გლდანის კლინიკაში. ამაზე სასჯელაღსრულების დაწესებულება და იუსტიციის სამინისტრო გაგცემთ პასუხს. რა ტაქტიკას აირჩევს ამისთვის იუსტიციის სამინისტრო, ეს თავიდან ბოლომდე მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება იძულების ზომას, რა თქმა უნდა, იძულების ზომა იყო გამოყენებული გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო აუცილებელი ზომის აღსასრულებლად. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ლამაზი სანახავი ასე მიხელ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე მისი დანაშაულია. ვიღაცებმა ახლა შეიცხადეს, რომ თურმე, პრეზიდენტი სამარცხვინო მდგომარეობაში იხილეს. მე შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამართალდამცველებს სააკაშვილმა როდესაც თმებით ათრევინა თავი, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს. მაშინ გახსოვთ ვინმე გამოსული და პროტესტი გამოხატული ან გახსოვთ უკრაინელი ომბუდსმენი, რომ მაშინ გამოვიდა და აღშფოთდა ამ ყველაფრით? პატიმრის მიმართ თანასწორი მოპყრობა უნდა იყოს და იძულების ზომა იყო გამოსაყენებელი. იძულების ზომა პატიმრის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული, როცა არ ემორჩილება და ისტერიკაშია?“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი