მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს ეყოლება სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე, შეიცვლება ფრაქციის შექმნის წესი
16-11-2021, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით სამის წინააღმდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესატანი ცვლილებები მიიღო.

 


ორგანული კანონის პროექტით წესრიგდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესთან, ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ფრაქციის წესდების შემუშავებასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების წესთან დაკავშირებული საკითხები.

 


პროექტის თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია;

 


ახლად შექმნილი ფრაქციის რეგისტრაციისთვის პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების ვალდებულება ამოღებული იქნება და დარჩება მხოლოდ წესდების შემუშავების ვალდებულება;

 


განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების ახლებური წესი;

 


მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობის ჩამონათვალს ემატება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა;

 


მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს ეყოლება სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე.

 


პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს გაეზარდოს მოადგილეების რაოდენობა. კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარეს ფრაქციის პირველ სამ წევრზე ეყოლება ერთი მოადგილე, ხოლო შემდეგ ყოველ მეხუთე წევრზე დამატებით ერთი მოადგილე.

 


„წარმოდგენილი ცვლილებებით იზრდება ფრაქციის როლი და სტატუსი და შესაბამისად, საკრებულოებშიც მოხდება პარლამენტის შესაბამისი რეგულირება. რაც შეეხება თანამდებობებს, თანამდებობების რაოდენობა, რომლებიც საკრებულოებში იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად, იგივე რჩება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს აქვს მეტი ხელფასი ვიდრე ფრაქციის მოადგილეს და მცირდება სერიოზულად ფრაქციის თავმჯდომარეების რაოდენობა, ეს რაიმე სერიოზულ გავლენას ბიუჯეტის ზრდაზე არ მოახდენს, უფრო პირიქით, ბიუჯეტი გარკვეულწილად შემცირდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 


მისივე განმარტებით, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცვლილებების მიღება ახლად არჩეული საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე.

 


ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი