ჩვენ მოვისმინეთ შეშინებული კაცუნების ბრიფინგი - ნიკა გვარამია
11-11-2015, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„ჩვენ მოვისმინეთ შეშინებული კაცუნების ბრიფინგი, ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს“ - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 


მისი თქმით, "ყველაზე შერცხვენილი მაინც სასამართლო ხელისუფლებაა".

 


გვარამია მოსამართლეებს მოუწოდებს, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებებს პროტესტი გამოუცხადონ.

 


"მეგობრებო სასამართლო ხელისუფლებიდან - ხომ ხედავთ, რა დღეში ჩაგაგდოთ მოსამართლედწოდებულმა ურთმელიძემ. ყველა, მათ შორის ისინიც, ვის სასარგებლოდაც ^თქვენ გამოგაქვთ გადაწყვეტილებები, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, აკრიტიკონ ის და თქვან, რომ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს. ნუ იმცირებთ თავს, ძალიან ძვირი ღირს თქვენი რეპუტაცია და ძალიან ძვირი იქნება ამ რეპუტაციის აღდგენა. გაემიჯნეთ მოსამართლე ურთმელიძეს - ამას ნამდვილად აკეთებთ თქვენი დუმილით, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ ხმამაღლა", - მიმართა სასამართლოს ნიკა გვარამიამ.

 


რაც შეეხება დროებითი მმართველების - რეზო საყევარიშვილის და დავით დვალის განცხადებას, რომ ისინი დროებითი მმართველის ფუნქციას ზაალ უდუმაშვილს აკისრებენ, ნიკა გვარამიას შეფასებით, ეს "უდიდესი პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრების მცდელობაა".

 


"სრული აბსურდია, ორი არალეგიტიმური ცენზორის დღევანდელი განცხადება, მათ ეშინიათ ცხადია, მაგრამ შიში ვერ იხსნის ამ სიტუაციას. მათ თავის თავზე საკუთარი ნებით აიღეს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა. ეს არ არის თამაში, რაშიც თქვენ მონაწილეობთ ბატონო საყევარიშვილო და ბატონო დვალო! ეს ძალიან სერიოზული პროცესებია.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სამარცხვინოდ სცადეთ, ვერ გადააკისრებთ თქვენს მოვალეობებს სხვა ადამიანს. იმავე განჩინებით, რომლითაც თქვენ დაინიშნეთ, აღნიშნულია, რომ მთელი თქვენი ქონებით აგებთ პასუხს ყველაფერზე, რაც "რუსთავი-2"-ში ხდება. ძალიან სამარცხვინოთ სცადეთ ეს - ადამიანის მონაწილეობის გარეშე ისეთი პასუხისმგებლობა დააკისრეთ მას, რომლის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. ვერ დაამტკიცებთ იმას, რომ აქ ვერ შემოხვედით და იმიტომ ვერ ასრულებთ თქვენს მოვალეობებს. თქვენ გაქვთ აბსოლუტური წვდომა ჩვენი ანგარიშების მიმართ და ჩვენი საგადასახადო ბარათების მიმართ. სრულიად უკანონოდ, საგადასახადო სამსახურმა ჩვენს ბუღალტერიას ეს წვდომა შეუზღუდა - გაუუქმა საერთოდ. მხოლოდ თქვენ გაქვთ ეს წვდომა. კეთილი ინებეთ და შეასრულეთ საგადასახადო ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი