საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“ ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს. მისი მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.
განახლებული მემორანდუმი სტუდენტებთან და მოსწავლეებთან შეხვედრებს, კონსულტაციებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვას გულისხმობს. ასევე, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისის“ წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავდაცვის ძალებში დაგეგმილ სხვადასხვა სწავლების საჩვენებელ ღონისძიებებში ჩაერთონ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,აისთან“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს გააფორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.