ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერეს.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობამ გამოუყო.
სამშენებლო მასალები ასევე გადაეცათ ჭალადიდის, ახალი ხიბულის და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ დაზარალებულ ოჯახებს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ დაზარალებულ 20 ოჯახს 189997 ლარის ღირებულების მასალები გადასცა.
მიმდინარე წლის სექტემბერში ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს, ჭალადიდის, ახალი ხიბულის და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.