კალაძემ თბილისის გამგებლები გააფრთხილა: დატოვებთ თქვენს თანამდებობას, როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება
17-11-2021, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ყოფილ გამგებლებს, რომლებიც მუშაობას დედაქალაქის საკრებულოში განაგრძობენ, ახალ თანამდებობებზე წარმატება უსურვა.

 


კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მათ გამგებლობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვისმადლობა გადაუხადა.

 


„დღევანდელ სხდომას ესწრებიან გამგებლები, მათ შორის, უკვე ყოფილი გამგებლები, რომლებიც მუშაობას საკრებულოში განაგრძობენ. მინდა, მათ წარმატება ვუსურვო და მადლობა გადავუხადო თავიანთი საქმიანობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის ოთხი წელი, რაც ჩვენ თბილისელებთან ერთად, ყველა რაიონში, უბანსა და ქუჩაზეგავაკეთეთ. საზოგადოებამ მადლიერების ნიშნად, არჩევნებში მხარიდაგიჭირათ და მოგცათ შესაძლებლობა, რომ იყოთ მათი ღირსეული წარმომადგენლები საკრებულოში. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო ეფექტური იქნება, კიდევ უფრო ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. კიდევ უფრო მეტი თანადგომა იქნება იმ ოჯახების მიმართ, ვისაც დღეს ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად ესაჭიროება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერმაასევე, მიმართა იმ გამგებლებს, რომლებიც მომდევნო ოთხი წელი კვლავ რაიონული გამგეობების ხელმძღვანელობას განაგრძობენ და აღნიშნა, რომ ყველა გამგებელი პასუხისმგებელია, როგორც უშუალოდ მერის, ასევე, თითოეული მოქალაქის წინაშე.

 


კახა კალაძის თქმით, აუციელებელია მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს კონკრეტულ თანამშრომელთან ერთად, გამგებლებიცაგებენ.

 


„რაც შეეხება იმ გამგებლებს, ვინც თქვენს რაიონებში მუშაობას განაგრძობთ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო ოთხი წელი, რადგან საზოგადოება ჩვენგან კიდევ უფრო მეტს ელოდება. განსაკუთრებული კომუნიკაცია უნდა გქონდეთ თქვენს რაიონში მცხოვრებლებთან, არ უნდა იყოს ბარიერები, თუნდაც გამგებლებთან შეხვედრასთან ან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. აუცილებელი და სწრაფი რეაგირება უნდა იყოს შემოსულ ზარებზე. იყო გარკვეული შემთხვევები, რომ პარკებში ზიანდებოდა ატრაქციონები, შემოდიოდა შეტყობინება და ამაზე არ იყო მკაცრი რეაგირება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. არამხოლოდ ის კონკრეტული თანამშრომელი, ვინც დროული რეაგირება არ მოახდინა, არამედ გამგებლები აგებთ პასუხს და დატოვებთ თქვენს თანამდებობას. ეს ყველამ გაითავისეთ, რომ როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება, პასუხს გამგებელები აგებთ. თქვენ ხართ პასუხისმგებლები ჩემთან და თბილისელებთან მიმართებაში, ხოლო თქვენი თანამშრომელი რომ უპასუხისმგებლოდ იქცევა, ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


დედაქალაქის მერის თქმით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება და გაათმაგებული ენერგიით ზრუნვა სჭირდება.

 


„ისე დაალაგეთ თემა, რომ ამაზე არ მოგვიწიოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. არავის მოვერიდებით. ჩვენთვის მთავარია დედაქალაქის მოსახლეობა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით, გაათმაგებული ენერგიითა და ენთუზიამით მივხედოთ ამ ქალაქს, რომელიც საზოგადოებამ ჩვენ გვანდო. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. ვაკეთოთ საქმე, საქმე და საქმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი