"რუსთავი-2"-ის ეთერში ნიკა გვარამიას და ზაალ უდუმაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნოტარიუსმა რ2-ის დროებით მმართველების მიერ მომზადებული დოკუმენტი კანონდარღვევით დაამოწმა, ნოტარიუსთა პალატა განცხადებით ეხმაურება.
"დღეს, „რუსთავი-2"-ის ეთერში ნიკა გვარამიასა და ზაალ უდუმაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განცხადების ავტორების საყურადღებოდ კანონს განმარტავს. განცხადებაში საუბარი იყო თითქოსდა არაკანონიერად დამოწმებულ სანოტარო აქტზე (მინდობილობაზე).
კერძოდ, სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მინდობილობა/რწმუნებულება ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც ერთი (ან რამდენიმე) პირის მიერ ცალმხრივად ხდება ნების გამოვლენა ნოტარიუსის წინაშე. ამგვარად, ნების გამოვლენით კონკრეტულ პირს გადაეცემა გარკვეული უფლებამოსილებები.
მინდობილი პირის ინფორმირება არ წარმოადგენს ნოტარიუსის კომპეტენციას და მით უფრო, ასეთი სახის ვალდებულებას კანონი არ იცნობს.
ამიტომაც, მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმებისას, სავალდებულო არ არის სანოტარო დოკუმენტში მინდობილი/რწმუნებული პირის ხელმოწერის ასახვა და არც მინდობილი პირის ნების გარკვევა.
შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მას ამ თემაზე იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს."- აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.