დღეს დილით, ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის გონიო - კვარიათის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 57 წლის ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ფუტკარაძეს დიაბეტური კრიზისი განუვითარდა და მოულოდნელად დაიღუპა.
რამდენიმე დღის წინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განცხადება გააკეთეს ოპოზიციური პარტიის წევრების ზეწოლასთან დაკავშირებით.
„ყველასათვის შემზარავი იყო ამ დილით ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩვენი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა გააკეთეს განცხადება რიგ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ, თუმცა დაკონკრეტებული არ ყოფილა ვინაობები იმ ადამიანების, ვისზეც ხორციელდებოდა ხელისუფლების მხირდან ზეწოლა.
ბოლო დღეებში ბატონი ნუგზარი ყველა კომუნიკაციის დროს აღნიშნავდა, რომ ეს ზეწოლა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იღებდა და თავს შევიკავებ ჯერ კონკრეტული შეფასებებისგან, თუმცა შესაძლოა, სახეზე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაული ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით“, - თქვა ენმ-ს წევრმა, კახა მიქელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.