ფრიდონ ინჯია: სახალხო დამცველი დესტრუქციული ოპოზიციის მხარეა, ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, თუ წევრი არა
18-11-2021, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული სოციალისტების“ წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შედგენილ დასკვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივია.

 


„სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში, დესტრუქციული ოპოზიციის მხარეა. როგორც მე გადავხედე და ვნახე ექიმთა ჯგუფის შემადგენლობა, ექიმების უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, თუ წევრი არა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 

 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი